გაზპრომთან მოლაპარაკებები

კალაძე: გაზპრომიდან დამატებითი მოცულობების შემოტანაში ვერ ვხედავ პრობლემას

იყო კითხვა, აუცილებლობის შემთხვევაში გაზპრომისგან დამატებითი მოცულობების მიღება ტრაგედია იქნება, ღალატი თუ კრიმინალი. მე ამას ვუყურებ სუფთა ეკონომიკურ ჭრილში, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თუ ჩემს ქვეყანას დაჭირდება დამატებითი მოცულობები და არ შეგვეძლება ის შემოვიტანოთ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, მაგალითად, აზერბაიჯანიდან, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ მოხდეს საქართველოს უზრუნველყოფა თუნდაც გაზპრომიდან ნაყიდი გაზით. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება, თუ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რომ ჩავანაცვლოთ ჩვენი პარტნიორი აზერბაიჯანი და მთლიანად შემოვიყვანოთ გაზპრომი - ეს რა თქმა უნდა ცუდი იქნება.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას.

კომენტარები