ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

ნადირაშვილი: მთავრობა აძლევს ტონს საზოგადოებას ძალადობისკენ

მე ვთვლი, რომ ქვეყნის განვითარებისთვის, თითოეული ჩვენთაგანის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, რომ ეს საქმე [ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა] ბოლომდე უნდა გამოიძიონ, ბოლომდე უნდა მიიყვანონ და არ შემოდონ თაროზე. მაგრამ მე ვთვლი რომ ამ მთავრობას არ აქვს პოლიტიკური ნება და მგონია, რომ ზუსტადაც გამოუძიებელი დარჩება და ჩვენ ვერ გავარკვევთ ბოლომდე რა მოხდა, რადგან სამწუხაროდ დღეს ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც თვითონ საზოგადოებას აძლევს ტონს ძალადობისკენ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ირმა ნადირაშვილი ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის გამოძიებასთან დაკავშირებით, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.

კომენტარები