მე გაცილებით მეტი არგუმენტი შემიძლია მოგაწოდოთ იმაზე, რატომ არის მიუღებელი საერთოდ ბისექსუალიზმის თემის წამოწევა საზოგადოებასა და არამარტო ბავშვებში, ზოგადად. იმიტომ რომ ეს [ბისექსუალობა] ფსიქოგენური ანომალიაცაა, რაც უფრო მეტი ლაპარაკი იქნება ამის გარშემო, მით უფრო მეტი შანსია, რომ ვუბიძგოთ ამ ანომალიისკენ ახალგაზრდობას. სამუშაო რეჟიმში - კი, ბატონო, მაგრამ დასავლეთს სწორედ ეს ეშლება და საერთოდ, ბევრი რამე ეშლება დასავლეთს. აგერ, ახლა მიგრაციის ტალღაც გვიჩვენებს, რომ მიგრაციის პოლიტიკას გადახედავენ. მოვა დრო და იმ ჰომოფობიური პოზიციის კრიტიკას გადახედავენ, რომელიც ჰქონდათ. დასავლეთზე გაყოლა ამიტომ ნამდვილად სახიფათოა ყველა ქვეყნისთვის, თუ ქვეყანამ თავის თავისთვის არ შეიმუშავა - რა პრინციპებზე დგას ის და რა პრინციპებს გააგრძელებს.
tbl.ge/kwg
დაკოპირდა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ფსიქოლოგიის საკითხებში რამაზ საყვარელიძე პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სკოლებში საგნის - მე და საზოგადოების დანერგვაზე მსჯელობენ.
ამავე თემაზე
- "მე და საზოგადოება" ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმებში შევიდა
- პრემიერი: აბსოლუტურად მიუღებელია ბრალდებები ფსევდოტრადიციულ ღირებულებებზე
- პრემიერი მე და საზოგადოებაზე: განათლების მინისტრს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ
- ვოლსკი: "მე და საზოგადოება" სექსუალური თემებისგან საერთოდ უნდა გაიწმინდოს
- ვასაძე: დავამარცხეთ კომუნიზმი, ფაშიზმი და დავამარცხებთ ლიბერალიზმსაც