თბილისის საქალაქო სასამართლო

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი მიქაუტაძე წარადგინეს

გიორგი მიქაუტაძე
თბილისის საქალაქო სასამართლო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი მიქაუტაძე წარადგინა.

გარდა ამისა, ლევან მურუსიძემ წარადგინა სამოქალაქო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სერგო მეთოფიშვილის კანდიდატურა, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში - გიორგი ებანოიძის კანდიდატურა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომების კოლეგიაში - რეზო ნადარაიას კანდიდატურა.

იუსტიციის საბჭო დასახელებულ კანდიდატებს, სავარაუდოდ, დღესვე უყრის კენჭს.

კომენტარები