ოკუპაცია

მარგველაშვილი: ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ გრძელდება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს 1921 წელს კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო.

"95 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს ბრძოლა ქვეყნის გასათავისუფლებლად საბჭოთა იმპერიისგან. 70 წლის შემდეგ კი ჩვენმა თაობამ შეძლო ამ ბრძოლის მოგება და დამოუკიდებელი საქართველოს შექმნა. დღეს ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ გრძელდება და ამ ბრძოლას ჩვენ ყველა ერთად მოვიგებთ", -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტთან ერთად გმირების ხსოვნას პატივი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიაგეს.

კომენტარები