ოკუპაცია

თბილისის საკრებულოს შენობაზე დროშა დაეშვა

საკრებულო

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისტორიულ შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია მოახდინა.

ქართველი იუნკრები თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელა-კოჯორში განლაგდნენ.

1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაიღუპა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ერთად დროშები ყველა სახელმწიფო უწყების შენობებზე დაეშვა.

კომენტარები