განზრახ მკვლელობა

სამართალდამცველებმა ჩაქვში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ჩაქვში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული მამია ა. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მამია ა-მ მიმდინარე წლის 23 თებერვალს, ჩაქვში, მიგინეიშვილის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლში, ნაქირავებ ბინაში ურთიერთშელაპარაკებისას, 1975 წელს დაბადებულ ლექსო ზ-ს ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მამია ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში წყალტუბოში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით) მიმდინარეობს.

კომენტარები