სირიის კონფლიქტი

ამერიკა და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

AP

ამერიკა და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება 27 თებერვლიდან ამოქმედდება. პირობების მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ ვრცელდება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს, დაჯგუფება ალ-ნუსრასა და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ.

Reuters-ის ცნობით, შეთანხმება ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრისას შედგა.

კომენტარები