ოკუპირებული აფხაზეთი ყარაბაღთან და დნესტრისპირეთთან უვიზო რეჟიმს აწესებს

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი მთიან ყარაბაღთან და დნესტრისპირეთთან ორმხრივ უვიზო რეჟიმს დააწესებს.

დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, 2016 წლის პირველი აპრილიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე უვიზოდ ჩასვლას მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ, რომლებმაც ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.

კან ტანიას თქმითვე, უცხოელი ტურისტებისთვის ვიზების გამარტივებული წესით გასაცემად ფსოუზე ახალი გამშვები პუნქტი გაიხსნება.

კომენტარები