თბილისის საქალაქო სასამართლო

გვენეტაძე: მამუკა ახვლედიანი საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ რჩება

დღეს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით, თორმეტით ერთის წინააღმდეგ, მიიღო გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, ასევე სისხლის სამართლოს კოლეგიის თავმჯდომარის მამუკა ახველდიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. მამუკა ახვლედიანი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა მოსამართლედ. გათავისუფლების ძირითადი საფუძველი არის საქმის წარმოების პრობლემები, ანუ სასამართლოში შესულ საქმეთა განაწილების პრობლემები, რომელიც დაფიქსირდა ბატონი ახვლედიანის მიერ გამოცემული ბრძანებების შესაბამისად.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე მამუკა ახვლედიანის გადაყენებაზე.

კომენტარები