საგარეჯოს არჩევნები

თოფაძე: თინა ხიდაშელმა თავი მოგვჭრა

ჩატარდა თეა წულუკიანთან თათბირი, სადაც გადაწყდა, რომ მუხროვანის მე-13 უბანზე, სადაც სულ 25 კაცი იყო, უბანი არ გახსნილიყო. შეთავაზება ასეთი იყო, ის 25 კაცი გავანაწილოთ ახლომახლო სოფლებში. იქაურები იყვნენ და ეს უბანი გაუქმდეს. თავდაცვის მინისტრმა 526 კაცი, გვარებიც შემიძლია, ჩამოგითვალოთ, სვანეთიდან, რაჭიდან, იმერეთიდან, მთელი საქართველოდან ჩამოიყვანა და ამან გადაწყვიტა არჩევნების შედეგი. თუ ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ასეთი დარღვევა შეიძლება იკადროს მინისტრმა - ნაპოლეონი მყავს თუ კუტუზოვი. თავი მოგვჭრა, ბევრჯერ დაგვხვდება ჩვენ ეს.

დეპუტატი გოგი თოფაძე დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები