რუსთავი 2-ის საქმე

საკონსტიტუციომ რუსთავი 2-ის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო.

დავის საგანი საპროცესო კოდექსის ორი საკითხია - ერთი შეეხება დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმას, ხოლო მეორე - დროებითი მმართველის დანიშვნას სამაუწყებლო კომპანიაში. ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, აღნიშნული ნორმები არაკონსტიტუციურია, ხოლო რუსთავი 2-ის საქმეს არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ დავასთან.

მოპასუხე მხარის, პარლამენტის წარმომადგენელი კი ნორმების არაკონსტიტუციურობას გამორიცხავს.

კომენტარები