ნატოს პოლიტიკური ხაზი რუსეთთან მიმართებაში ისევ არამეგობრული და დახურულია. უფრო ხისტადაც ვიტყვი, ჩვენ ახალი ცივი ომის დროში ვართ. თითქმის ყოველდღე აცხადებენ, რომ ჩვენ ვართ ყველაზე საშიში საფრთხე, ხან ნატოსთვის, ხან ცალკე ევროპისთვის, ხან ამერიკისთვის და სხვა ქვეყნებისთვის. იღებენ საშინელ ფილმებს სადაც რუსები ბირთვულ ომს იწყებენ. ზოგჯერ ვფიქრობ დღეს 2016 წელია თუ 1962. ერთიანი დიდი ევროპა როგორც არ არსებობდა , ისე არ არსებობს. ეკონომიკები ძალიან სუსტად იზრდება, დაიძაბა კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილო აფრიკაში. არსებობს საემიგრაციო კოლაფსი. რუსეთისა და ვეროკავშირის ურთიერთობა გაფუჭდა. უკრაინაში ი სამოქალაქო ომია. დიახ გლობალური უსაფრთხოების სისტემაში არსებობს გარკვეული პრობლემები. მაგრამ ნუთუ საჭიროა კიდევ ერთი მესამე მსოფლიო ომი იმისთვის, რომ გავიგოთ თუ რამდენად საჭიროა თანამშრომლობა და არა კონფრონტაცია.
tbl.ge/bei
დაკოპირდა

რუსეთის ფედერაციის პრემიერმინისტრი, დიმიტრი მედვედევი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.[რუსთავი 2-ის თარგმანი]
ამავე თემაზე
- ჰილის თქმით, UK-მ საკუთარ წყლებში რუსული წყალქვეშა ნავების შესაკავებლად ძალები გაგზავნა
- სტოლტენბერგი: რუსეთთან ბუფერული ზონების განხილვას ვემხრობოდი, ლავროვს ეს არ აინტერესებდა
- რუსული ავიაგამანადგურებლის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას NATO-ს რეაგირება მოჰყვა
- NATO ჩვენთან 2030-იანებში დაპირისპირებისთვის ემზადება, არ ვემუქრებით, გვემუქრებიან - ბელოუსოვი
- ალაუდინოვი: რუსეთისა და NATO-ს ომი გარდაუვალია, ეს წმინდა წერილში წერია




