აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია

დღეიდან აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

დავით აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო და აღდგენითი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. კერძოდ, თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეიდან, ავტომობილების მოძრაობა შეზღუდული იქნება ჭოროხის ქუჩის გადაკვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე.

"31 იანვრიდან დავით აღმაშენებლის გამზირიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჭოროხის ქუჩიდან დიმიტრი უზნაძის ქუჩის ან მარცხენა სანაპიროს გავლით. ამასთან, დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე მოძრაობა ნებადართული იქნება ქორწინების სახლიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით. სარეაბილიტაციო და გამაგრებით სამუშაოებთან დაკავშირებით, ზაარბრიუკენის მოედნიდან დავით აღმაშენებელის გამზირის მიმართულებით გადაადგილებისას, მოძრაობა შესაძლებელი იქნება მოსე გოგიბერიძის, არნოლდ ჩიქობავას, გიორგი მაზნიაშვილისა და კიევის ქუჩების გავლით" - აცხადებენ მერიაში.

 

კომენტარები