არჩევნები გარდაბანში

კალაძე ხიდაშელს გარდაბანში სპეცუბნების გაუქმების თხოვნით მიმართავს

facebook.com/kakhakaladzeofficial

გარდაბანში სპეციალურ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა ენრეგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. მან თავდაცვის მინისტრს სპეცუბნების გაუქმების თხოვნით მიმართა.

"მინდა, ვთხოვო ქალბატონ ხიდაშელს, რომ თუ არის ამის შესაძლებლობა და თუ ჩვენ კანონს არ დავარღვევთ, გაუქმებული იქნეს ეს სპეცუბნები. მე კიდევ ერთხელ სრული გულწრფელობით მინდა, ვუთხრა საზოგადოებას, მოსახლეობას, რომ ჩვენ არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია იმისა, რომ მივაღწიოთ წარმატებას",- აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ახალგაზრსა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანმა არჩევნებმა და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ გარდაბანში სპეცუბნების გაუქმებას მოითხოვეს.

კომენტარები