დაჭრა აბაშიძეზე

შსს-მ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა. სამართალდამცავებმა 1992 წელს დაბადებული ლაშა დ. ხულიგნობის და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, აბაშიძის ქუჩის N39-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ფეხში დაჭრა 1992 წელს დაბადებული დავით დ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადის მკურნალობას.
გამოძიება ხულიგნობის და  ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 და 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები