დღეს კანცელარიასთან Gazprom-ის საწინააღმდეგო აქცია-კონცერტი გაიმართება

დღეს 16:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან Gazprom-ის საწინააღმდეგო აქცია-კონცერტი გაიმართება. ორგანიზატორები არიან პლატფორმა - დაიცავი თავისუფლება, ჩვენი თავისუფლება, საზოგადოებრივი ინიციატივა, ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი, უსაფრთხოების საკითხების კვლევის ინსტიტუტი, სამოქალაქო ალტერნატივა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი.

აქცია კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნიაზ დიასამიძე, ეკო დეისაძე, ქეთათო, გამოუვალი მდგომარეობა და სხვები.

კომენტარები