რიგგარეშე არჩევნები

გარდაბანში არჩევნების წინ ენმ ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს


გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას პარტიის აქტივისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

დავით დარჩიაშვილის თქმით, პარტიის კოორდინატორებზე ზეწოლას გამგებლის წარმომადგენელი ახდენდა და სამართალდამცავებთან პრობლემების შექმნით ემუქრებოდა.

ერთერთი აქტივისტის, ჯოშკუნ ალიევის თქმით, მამამისს რამდენიმე პიროვნება ადგილობრივი ხელისუფლებისა და სუს-ის სახელით დაემუქრა და არჩევნების შემდეგ შემდეგ შვილის დაპატიმრებას დაპირდა.

გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები 28 იანვარს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გამგებელი გარდაიცვალა.

კომენტარები