პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო თავმჯდომარეს გაზაფხულზე, ყრილობაზე აირჩევს. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საუბრობს. აღნიშნული პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარტია პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დატოვა.
კობახიძის განმარტებით, კანდიდატების შესახებ ჯერ არ უმსჯელიათ.





