რაც შეეხება თბილისს, გეთანხმებით, საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს მშენებლობის სექტორში. ეს არის ქაოტური მდგომარეობა - კოეფიციენტების კუთხით, გენგეგმების არ არსებობის კუთხით, ზონალური დაგეგმარების კუთხით. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ სივრცითი დაგეგმარების და მშენებლობის კოდექსი, რომელსაც მთავრობაში განვიხილავთ და პარლამენტს წარმოვუდგენთ. საჭიროა თბილისის გენგეგმა. რამდენადაც ვიცი თბილისის მერია მუშაობს და როდის იქნება, არ ვიცი. მანამდე, ერთადერთი, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ - ყიდვის კოეფიციენტები მაქსიმალურად უნდა შევამციროთ და ეს მენეჯერულ დონეზეა გადასაწყვეტი მერიაში, რომ აბსოლუტურად გაუგებარი მაღალსართულიანი სახლები არ შენდებოდეს კერძო დასახლებაში, ეს არის საშინელი დარღვევა იმ ადამიანების უფლებების, რომლებმაც შეიძინეს კერძო სახლები და ერთ მშვენიერ დილას შეიძლება აღმოჩნდნენ მრავალსართულიანი კორპუსების ძირში. ძველი თბილისი უმნიშვნელოვანესია ჩემთვის და ჩვენთვის. ჩვენ უნდა შემოვუნახოთ ეს შენობები მომავალ თაობას იმ სახით, რა სახითაც შემოგვინახეს ჩვენ წინა თაობებმა . გპირდებით რომ მე პირადად დიდ ყურადღებას დავუთმობ ამ საკითხს.
tbl.ge/n9w
დაკოპირდა
პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე
ამავე თემაზე
- კალაძე: რაც აშენდა, ვერაფერს ვუზამთ, მომავალში მშენებლობები განსხვავებული იქნება
- კალაძე: სამშენებლო რეგულაციების გამკაცრება მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია
- კალაძე დეველოპერებს: შვილები გვეზრდება, ამ ქალაქში სუნთქვა შესაძლებელი უნდა გახდეს
- კალაძე დეველოპერებს: თბილისს აქვს განსაკუთრებული ხიბლი, რასაც შენარჩუნება სჭირდება
- კალაძე: როგორ შეიძლება, ელენე ხოშტარიას ვუპასუხო, რეიტინგი აქვს ნულს ქვემოთ