ჩემი პოზიცია ლევან მურუსიძის არჩევასთან დაკავშირებით არის ის, რაც იყო 3 დეკემბერს, ასევე 7 დეკემბერს, მე არ დამიწყია ყვირილი მას შემდეგ, რაც სახლი დაიწვა, მე ყვირილი დავიწყე უფრო ადრე და თავად ლევან მურუსიძეს მოვუწოდე, რომ მიეღო სწორი გადაწყვეტილება, უკან გაეტანა თავისი საკონკურსო განაცხადი. მე ასევე მთლიანად საბჭოს, მათ შორის მოსამართლე წევრებს საჯაროდ ვურჩიე, გაეთვალისწინებინათ კენჭისყრისას კანდიდატების წარსული. მე ეს გადაწყვეტილება არ მომწონს. გირგვლიანის საქმე არის ის საქმე, რის გამოც 2006 წლიდან ვიყავი ამ ბრძოლაში ჩართული, რის გამოც დავბრუნდი საქართველოში, ბრძოლის გასაგრძელებლად. ამიტომ ვთვლი, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. თუმცა, ნებისმიერ საჯარო რჩევას იღებენ ზეწოლად და სწორედ ასეთი პასუხი გამცეს - ნუ მოახდენ შენი საჯარო განცხადებებით ზეწოლასო.
tbl.ge/4xo
დაკოპირდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აიპრესთან საუბარში.
ამავე თემაზე
- საია: ე.წ. კლანური მმართველობა კვლავ მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევაა
- ოქრიაშვილი: ვეტინგზე ასეთი წინააღმდეგობა სასამართლოს კორუმპირებულობის მტკიცებულებაა
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა
- მურუსიძე კეთილსინდისიერების ტესტზე: უნდათ გაყარონ მოსამართლეები – ხდება ჩემი დემონიზება
- ბოკერია სასამართლო კლანის სანქცირებაზე: უპრეცედენტო რამე მოხდა




