ქრთამის აღება

ხელვაჩაურის საკრებულოს მაღალჩინოსანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

REUTERS

ქრთამის აღების ფაქტზე ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა დაკავებული.

გამოძიების მტკიცებით, დავით ქოქოლაძე მოქალაქეს სოფელ ახალსოფელში თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 3 ათასი დოლარი მოითხოვა.

ბრალდებული თანხის ნაწილის გადაცემის პროცესში დააკავეს. უკვე ყოფილ მაღალჩინოსანს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ელოდება.

კომენტარები