საქართველოს პარლამენტი

კვირიკაშვილი მედიას: საზოგადოებას უნდა მივცეთ ხვალინდელი დღის იმედი

როგორც ერთი მოქალაქე, მექნებოდა ადამიანური თხოვნა ტელევიზიების მიმართ - ცოტა მეტი იმუშაონ იმ მიმართულებით, რომ საზოგადოებას მივცეთ ხვალინდელი დღის იმედი. ეს არ უნდა იყოს მარტო მთავრობის სურვილი, ეს უნდა იყოს გამოძახილი საერთო საზოგადოებრივი სურვილის. მე ვხვდები საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელს, როგორც მომხრეებს, ასევე მოწინააღმდეგეებს და მაქვს გულწრფელი საუბარი. მხოლოდ ჩვენი მომხრეების აზრი არ არის, რომ აურა ქვეყენაში არის უარყოფითი, განწყობა არის დაძაბული. ამ დაძაბულობას რაც უფრო ნაკლებად შევუწყობთ ხელს ყოველი ჩვენგანი როგორც მთავრობა, ისე ოპოზიცია, ასევე მედია, მით უფრო უკეთესი და მით უფრო განვითარებული ქვეყანა გვექნება.

პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების სხდომაზე.

კომენტარები