ფოკუსი

25 დეკემბერი, 2015

- საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს პრემიერმინისტრის კანდიდატურა დასამტკიცებლად გადაუგზავნა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დღესვე პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას პრემიერმინისტრის პოსტზე დაამტკიცებს.

- საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილია. ამ დრომდე საგარეო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კვირიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას დღეს წარუდგინა. საქართველოს პარლამენტის ძველი შენობის სასესიო დარბაზში დეპუტატების წინაშე ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი და უსუფაშვილი ერთად გამოვიდნენ, რასაც დარბაზში ტაში მოჰყვა.
უმრავლესობის სხდომის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა, გიორგი კვირიკაშვილმა, დავით უსუფაშვილმა და ზვიად კვაჭანტირაძემ მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ღარიბაშვილს არც ამჯერად დაუკონკრეტებია თანამდებობის დატოვების მიზეზი, თუმცა აღნიშნა, რომ დასვენებას აპირებს. გიორგი კვირიკაშვილმა კი არ გამორიცხა ცვლილებები მინისტრთა გუნდში.

- საქართველოს იუსტიციის უზენაესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია, რასაც პრეზიდენტისგან, არასამთავრობოებისა და პოლიტიკური პარტიებისგან პროტესტი მოჰყვა. ლევან მურუსიძე არის სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე, რომლის მონაწილეობითაც 2007 წლის ივლისში გირგვლიანის მკვლელებს სასჯელი შეუმსუბუქდათ. საქართველოს პრეზიდენტმა მურუსიძის არჩევა გააკრიტიკა და თქვა, რომ ის სასამართლო სისტემის რეფორმას აუცილებლად ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს.

კომენტარები