ხელში მიჭირავს საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც მოსამართლეებს გამოგვიგზავნა საქართველოს პრეზიდენტმა. ამ კონსტიტუციაში საუბარია ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ეს რეალურად განხორციელებულიყო ცხოვრებაში და არ დარჩენილიყო ქაღალდზე. როდესაც კენჭისყრები დასრულებული არ არის, პრეზიდენტის გამოსვლა და კენჭისყრების შეფასება არის ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე. როდესაც 2013 წელს ამირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად, მაშინაც მქონდა განხილული გირგვლიანის საქმე, მაშინ პრეზიდენტს ასევე ეკავა ძალზედ მნიშვნელოვანი თანამდებობა. თუმცა, არც მას და არც სხვას არ გახსენებია აღნიშნული საქმე. არავის არ გამოუხატავს მძაფრი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან მურუსიძე არჩეულიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად. ამიტომ ჩემი მოწოდებაა, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი სისტემა, ის თავად იღებს გადაწყვეტილებებს და, შესაბამისად, ყველამ უნდა სცეს პატივი.
tbl.ge/h3x
დაკოპირდა

ლევან მურუსიძე დღევანდელ პრესკონფერენციაზე. ცნობისთვის, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნა უარყოფითად შეაფასა.
ამავე თემაზე
- საია: ე.წ. კლანური მმართველობა კვლავ მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევაა
- ოქრიაშვილი: ვეტინგზე ასეთი წინააღმდეგობა სასამართლოს კორუმპირებულობის მტკიცებულებაა
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა
- მურუსიძე კეთილსინდისიერების ტესტზე: უნდათ გაყარონ მოსამართლეები – ხდება ჩემი დემონიზება
- ბოკერია სასამართლო კლანის სანქცირებაზე: უპრეცედენტო რამე მოხდა




