რეკლამა

Clearstream-მა საქართველოს ბანკში ანგარიშსწორებისა და შენახვის ანგარიში გახსნა

საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალურმა დეპოზიტარმა, Clearstream ბანკმა საქართველოს ბანკში ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებისა და შენახვის ანგარიში გახსნა. შედეგად, საქართველოში სამთავრობო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები დაემატა Clearstream ბანკის არსებული ფასიანი ქაღალდების ჩამონათვალს, რაც შესაძლებლობას მისცემს რეზიდენტ და არარეზიდენტ ინვესტორებს, მარტივად განახორციელონ ოპერაციები ქართულ ფასიან ქაღალდებზე Clearstream ბანკის მეშვეობით.

Clearstream ბანკი მნიშვნელოვანი მოთამაშეა მსოფლიოს ფასიანი ქაღალდების მომსახურების ინდუსტრიაში და მას მუდმივად მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს. Clearstream-ი საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარია (ICSD) და საერთაშორისო ბაზარზე ემსახურება 2500 აბონენტს 110 ქვეყანაში პოსტ-სავაჭრო ინფრასტრუქტურისა და ფასიანი ქაღალდებით მომსახურების სფეროში.

კომენტარები