ლევან ბეჟაშვილის ცემა

აეროპორტში ლევან ბეჟაშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

კიევიდან დაბრუნებულ უმცირესობის დეპუტატს ლევან ბეჟაშვილს აეროპორტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გვიან ღამით, მგზავრთა გამოსასვლელთან ბეჟაშვილს რამდენიმე პირი დაუპირისპირდა. სამართალდამცველებმა ინციდენტის ორი მონაწილე შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ტელეკომპანიის ცნობით, ბეჟაშვილი აეროპორტიდან ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაკითხვზე გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო.

"მოხდა ფიზიკური თავდასხმა, შეხლა-შემოხლა. პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმა ხდება, რაც წახალისებულია ხელისუფლებისგან. არაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს. ეს ფაქტი ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე ქუთაისში ბიჭების დაკავება", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

კომენტარები