იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ლევან მურუსიძე: ხდება ძალზედ დიდი შეტევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე

ბოლო კვირების განმავლობაში, მე ვფიქრობ, რომ ხდება ძალზედ დიდი შეტევა, ზეწოლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, რომ მათი აზრის ფორმირება მოხდეს კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოხატა პოზიცია - პოლიტიკოსებმაც, არაპოლიტიკოსებმაც, იმ ადამიანებმაც, ვისაც ეკითხება, ვისაც არ ეკითხება. ამ შემთხვევაში მთავარი არის, რომ უნდა შევეკითხოთ იმ ადამიანებს, ვისაც მართლა თავისი სიტყვა ეთქმის აღნიშნულ სისტემაში. ესენი არიან საქართველოს მოსამართლეები და მე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გულისყურით ველოდები მათ პოზიციას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მურუსიძის განცხადება იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ზეწოლის შესახებ

კომენტარები