კრიმინალი

გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარი გაქურდეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გურჯაანში სამების საკათედრო ტაძარი გაქურდეს. რუსთავი ორის ცნობით, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ეკლესიის მოძღვარი ვაჟა სონღულაშვილი ამბობს, რომ დამნაშავეებმა ტაძრის კარი გატეხეს. ერთი შესაწირი ყუთი წაიღეს, მეორედან კი თანხა გაიტაცეს.

მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. 

კომენტარები