საქართველოს რაგბის კავშირი

ნიჟარაძე: ამდენი ტკივილი არასოდეს არავის მოუყენებია, ეშმაკებს ნუ ეძებთ გარეთ

არ იყო ადვილი ამ გადაწყვეტილების მიღება. ალბათ, არ მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ამაზე მძიმე თვე, რაც ინგლისიდან ჩამოსვლის შემდეგ მქონდა, ცხოვრებაში არ მქონია. არც ამდენი ტკივილი არასოდეს არავის მოუყენებია ჩემთვის. ეშმაკებს ნუ ეძებთ გარეთ. ქართულ კლასიკაში ეძებეთ მაგალითები. რაგბი არის ყველაფერზე მეტი. რაგბი აქამდე მოიყვანა თაობებმა წესებით და ტრადიციებით. რაგბი იყო, არის და იქნება დიდი ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცებს სურთ, ეს ოჯახი აღარ იყოს... ჩემი გადაწყვეტილება არის იმისთვის, რომ ყველას ვანახო, სკამი ჩემთვის ნულია. პრეზიდენტობა არ არის ფუფუნება, არ არის პრივილეგია. ის დიდი პასუხისმგებლობაა. ეს არის ჩემი პიროვნული, პირადი გადაწყვეტილება.

გიორგი ნიჟარაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატურის მოხსნის თაობაზე.

კომენტარები