საქართველომ ყველაფერი გააკეთა. ეს აღიარებული და აღწერილია ყველა შესაძლო შეფასებასა და დოკუმენტში. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ამისთვის ევროპელმა კოლეგებმა გადაწყვიტეს, რომ სჭირდებათ კიდევ რამდენიმე დღე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ტექნიკური შეფერხება, და არა არსობრივი შეფერხება, ყოველ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებით. და თუ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ამ კოლექტიური სისტემის წევრი, ანგარიში უნდა გავუწიოთ ამ კოლეგიური ორგანოს მუშაობის პერიპეტიებსაც. მათ შორის, ჩვენს პარტნიორებს აღმოსავლეთის ქვეყნებში ანუ უნდა ვიყოთ მოთანამშრომლე, სათანამშრომლოდ განწყობილი.
tbl.ge/s3o
დაკოპირდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნების გადადებაზე.
ამავე თემაზე
- სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო
- წილოსანი უვიზოზე: 31 აგვისტო წინასაარჩევნოდ ტემპერატურის ასადუღებლად ხომ არ დათქვეს?
- წულუკიანი: დასჯის მცდელობაა, უვიზოს შეჩერება წარმოუდგენელი და შეუძლებელია
- კალაძე უვიზოზე: არ მოტყუვდეთ, პროცესის დაწყებასაც კი EU-ს 27 წევრის თანხმობა სჭირდება
- ქუთაისის აეროპორტში ფრანგი, პარიზში - ქართული საიმიგრაციოს წარმომადგენლებიც იქნებიან




