სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ევროკავშირის საბოლოო ანგარიშის გასაჯაროვება რამდენიმე დღით გადაიდო, - ამის შესახებ ტელეკომპანია იმედს, ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ნატალია საბანაძემ განუცხადა.
"შემატყობინეს ოფიციალურად, რომ რამდენიმე დღით გადაიდო, მაგრამ ასევე შემიძლია ვთქვა და ესეც ოფიციალურად მითხრეს, რომ ეს გადადება საქართველოსთან არაფერ კავშირში არ არის. ჩვენი ანგარიში, როგორც ვიცი, იქნება საბოლოოდ პოზიტიური", - განაცხადა საბანაძემ.





