პატიმრების შეწყალება

ელისაშვილი: მოვედი პროკურატურაში, ისტერიული მესიჯები უნდა ვაჩვენო

თეორემა/ტაბულა

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. "გამოძიება ჯერჯერობით ნორმალურად მიდის. დღეს მოვიტანე ტელეფონი, სადაც ისტერიულ მესიჯებს მწერდნენ ხოლმე. დაზუსტებითი კითხვები გვინდაო და ძალიან კარგი-მეთქი. მოვედი, რაც აინტერესებთ დამატებით, მივაწვდი ინფორმაციას", - თქვა ელისაშვილმა.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავჯმდომარე ალექსანდრე ელისაშვილი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს პოსტზე ყოფნისას ზეწოლაში ადანაშაულებს. ელისაშვილს მათი ვინაობა საჯაროდ არ დაუსახელებია. მანანა კობახიძემ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში თქვა, რომ ის ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების შეწყალებას ითხოვდა. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის გია ვოლსკის ინფორმაციით, პროკურატურამ ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დეპუტატები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია უკვე დაკითხა. "მრავალსაათიანი დაკითხვა ჩატარებულია", - ამბობს ვოლსკი.

კომენტარები