პატიმრების შეწყალება

პრემიერი: ააგორეს რაღაც თემა, რომ ვიღაცას შეწყალების ფუნქციას ვართმევთ

სამწუხაროდ, საპატრიარქოს მოუწია განმარტების გაკეთება, რომ არაფრის შეცვლას არ ითხოვდა, მით უმეტეს კონსტიტუციის. არც სეკულარიზმის დარღვევას ითხოვდა. საოცარი აბსურდია, აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ. ააგორეს რაღაც, რომ თითქოს ვიღაცას ფუნქციას ვართმევთ - პატრიარქს არავის ფუნქცია არ სჭირდება, მით უმეტეს, არც მთავრობის დაცვა არ სჭირდება. მე ისე გამოვდივარ, ვითომ ვინმეს ადვოკატი ვარ, პირიქით, მე მგონი ჩვენ გვჭირდება დაცვა. ძალიან სამწუხაროა, საზოგადოებაში ასეთი აგრესიული მუხტი რომ არსებობს. საბედნიეროდ, ეს არის ძალიან დიდი უმცირესობა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები