პატიმრების შეწყალება

ბესელია ელისაშვილზე: ცილისმწამებლური განცხადებებისთვის პასუხი უნდა აგოს

წინასაარჩევნო კამპანია ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვის, როგორც ჩანს, უკვე დაიწყო. რაც უფრო მოახლოვდება ეს საარჩევნო პროცესი, რასაკვირველია, მაქვს მოლოდინი, რომ კიდევ უფრო გამძაფრდება ცილისწამებები და ბრალდებები, ცალკეული პოლიტიკოსების სრულიად უპასუხისმგებლო და უმსგავსო ქცევები. მიმაჩნია, რომ ის რაც ახლა ხდება, ვგულისხმობ ბატონ ელისაშვილის განცხადებებს, ან წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, ან რაიმე სხვა მოტივაცია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ელისაშვილს აკისრია ვალდებულება, გარდა განცხადებებისა, წარადგინოს კონკრეტული ფაქტები პროკურატურის წინაშე. აქ ბევრი კითხვა ჩნდება. გაუგებარია, წელწად-ნახევარი რატომ სდუმდა ეს ადამიანი, რატომ შესაბამისი რეაგირება არ გააკეთა. მას ჩვენება მიცემული აქვს და ის ან ცრუ ჩვენებისთვის აგებს პასუხს, ან ვალდებული იქნება, დაასაბუთოს ფაქტები და მტკიცებულებები. მან უნდა დაასახელოს ერთი ადამიანის გვარი მაინც, რომელიც ანგარების მოტივით მოხვდა ამ სიაში. მესმის, შეიძლება ჰქონდეს გაღიზიანება, რადგან იმ სიაში მოხვდნენ ტელეკომპანია კავკასიაში დაპატიმრებული ბიჭებიც და მათი გათავისუფლება მოხდა ამ აქტით. მაშინ ბატონი ელისაშვილი ამ ტელევიზიაში მუშაობდა. ამიტომ შესაძლოა, ელისაშვილს ჰქონდეს ნეგატიური განწყობა ამ სიაში მოხვედრილი ადამიანების მიმართ, მაგრამ ეს მას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. როცა ელისაშვილი ასეთ განცხადებებს აკეთებს, ის შეურაცხყოფას აყენებს მთელს კომისიას. მე პირადად მოვუწოდებ პროკურატურას, იმისთვის, რომ გამოჩნდეს, ვინ ვინ არის, ვის რა როლი აქვს, ვის დავალებას ასრულებს, ბოლომდე ყველა დეტალი იყოს გაანალიზებული, შესწავლილი, გამოძიებული. ეს არის ჩემი პირდაპირი მოწოდება. თუ ვინმე რაიმე ტიპის კორუფციაში იყო გარეული და ანგარების მოტივით იყო ჩართული ამ საქმეში, გამოვარკვიოთ და გამოვააშაკარავოთ და აუცილებლად პასუხს აგებს ნებისმიერი ადამიანი. მაგრამ მანაც უნდა აგოს პასუხი, ვინც ასეთ ცილისწამებლურ განცხადებებს აკეთებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილზე. ელისაშვილმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ქართული ოცნების ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

კომენტარები