სახელმწიფო და ეკლესია

ჯაფარიძე: ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მზად არიან ევროპულ მომავალზე უარი თქვან

მე არ ვიცი, რატო იყო სურპრიზი ამ ხელისუფლების ქცევა. ჩემთვის ამაში გასაკვირი არ იყო. ამ ორმა დღემ აჩვენა ძალიან ნათელი რამ, რომ ამ ადამიანებისთვის ძალაუფლების შენარჩუნების ჟინი გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპები. ისინი მზად არიან, ხელი მოაწერონ, რომ საქართველომ უარი თქვას ევროპულ, დასავლურ მომავალზე და ჩვენი შვილები უარესი მომავლისთვის გაწირონ. მანამ, სანამ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებობს სიახლოვე და არსებობს ფინანსური სიახლოვე, იარსებებენ ადამიანები, რომლებმაც რომ მოიპოვონ ან შეინარჩუნონ ძალაუფლება, მზად არიან, გამოიყენონ ეკლესია. ჩვენ ვხედავთ, პოლიტიკოსები სანთლებით ხელში როგორ პოზირებენ კამერების წინ და ჩართვის წინ როგორ ალაგებენ უკან ხატებს, რომ ისინი ძალიან რელიგიურები არიან და მოაწონონ ამით ხალხს თავი. ეს არის ჩვეულებრივი რამ

გირჩის წევრი ზურაბ ჯაფარიძე გადაცემა არჩევანში

კომენტარები