ჩვენ უნდა ვიყოთ, ბუნებრივია, მშვიდობის მხარეს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობის მოყვარე ადამიანები ვართ, არამედ იმიტომ, რომ, პირველ რიგში, რეგიონის ჩვენეული ხედვა ემყარება ეკონომიკური თანამშრომლობის ვექტორებს. ეკონომიკური პროექტების განხორციელება სტაბილურობისა და სიმშვიდის გარეშე ძალიან რთულია. ეს ერთი. მეორე - ორ დიდ ქვეყანას შორის მყოფ შედარებით მცირე ზომის სახელმწიფოს დაპირისპირებამ რომ სირთულეები რომ არ შეუქმნას, მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს მშვიდობის გაღრმავებას რეგიონში. ამას უნდა ეცადონ დიპლომატები, ჩვენი პოლიტიკოსები. საქართველოს მოგება ამ ვითარებაში არის მოგება. საქართველო ვერ მოიგებს რუსულ-თურქულ დაპირისპირებაში. ორიენტირებული უნდა ვიყოთ იმაზე, რომ შენარჩუნდეს რეგიონში მშვიდობა.
tbl.ge/bo6
დაკოპირდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაზე ტელეკომპანია კავკასიის ეთერში.
ამავე თემაზე
- პუტინი ერდოღანის მიწვევას დათანხმდა და თურქეთში, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს ჩავა
- უკრაინის მიერ თურქული დრონის გამოყენების შემდეგ რუსეთმა თურქული მანდარინის იმპორტი შეზღუდა
- თურქეთი S-400-ის სარაკეტო სისტემის გამართვაზე მომუშავე რუს ექსპერტებს უკან, რუსეთში გაგზავნის
- რუსეთი და თურქეთი დამატებითი S-400-ების კონტრაქტს სავარაუდოდ 2021 წელს ხელს მოაწერენ
- რუსული სახელმწიფო კორპორაცია როსტეკი მზადაა თურქეთთან SU-35-ის მიწოდება განიხილოს