სახელმწიფო და ეკლესია

მართლმადიდებელ ეკლესიას მესტიაში მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადაეცა

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას მესტიაში 1124 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა. შესაბამის განკარგულებას ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

"სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 6(3) მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიაში მდებარე 1 124 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები №1, №2 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №42.06.40.050) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება", - წერია განკარგულებაში.

კომენტარები