სირიის კონფლიქტი

ასადი: აშშ-ისგან განსხვავებით, რუსეთი ISIS-ზე დარტყმებს ეფექტურად ახორციელებს

Reuters

ჩეხურ ტელევიზიასთან საუბარში სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა აღნიშნა, რომ რუსეთი უდიდეს როლს თამაშობს სირიის ომში. მისი აზრით, რუსეთის ჩართულობამ, ხელი შეუწყო ქვეყანაში არაერთ მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებას, მათ შორის, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხრიდან დარტყმების შემცირებას.

ასადმა აღნიშნა, რომ სირიაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების თავდასხმები არც ისე ეფექტურია, განსხვავებით რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმებისგან. მან ასევე გააკრიტიკა თურქეთის გადაწყვეტილება რუსული სამხედრო-თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ.

კომენტარები