თურქეთი-რუსეთი

რუსეთმა თურქეთთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩერა

www.outsidethebeltway.com

რუსეთმა თურქეთთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო РИА Новости რუსეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ძალაში 2016 წლის პირველი იანვრიდან შევა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ვინმეს წინააღმდეგ მიმართულ მუქარას.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა რაც 24 ნოემბერს თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

კომენტარები