მთავარ ბარიერად ჩვენს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, გარე ფაქტორის - რუსეთის მთავარი ბარიერის გარდა, ჩამოყალიბდა ჩვენი მთავრობა და მისი პოლიტიკა. დისკურსია, გამომსვლელებს თუ მოვუსმენთ, ადასტურებს იმას, რომ თუ ჩვენი მთავრობა კიდევ ერთხელ მაინც ჩაიდენს იმ მასშტაბის მავნებლობას, რაც რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდების მცდელობა იყო, ეს შეიძლება საბედისწეროც კი აღმოჩნდეს ამ ეტაპზე. ეს დისკუსია მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ აქ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები იყვნენ. საერთო გზავნილი არის ერთი და იგივე. ისინი მხარს უჭერენ საქართველოს, უნდათ საქართველოს წარმატება, მაგრამ ხედავენ ძალიან სერიოზულ პრობლემებს იმ ნაბიჯებში, რომელსაც დგამს ივანიშვილის რეჟიმი.
tbl.ge/hex
დაკოპირდა

ენმ-ის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია ევროპარლამენტის პლენარული სესიის შესახებ.
ამავე თემაზე
- მახაშვილი: ბევრ უცხოურ მთავრობას ჩამოატარებს მდინარე, ჩვენ კი ვივლით წინ
- ხოშტარია: რუსულ ოცნებას ბოდიში აქვს მოსახდელი ჩვენი პარტნიორების მიმართ
- კობახიძე: მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი 2030 წლისთვის სრულფასოვანი ევროინტეგრაციაა
- პრემიერი: ევროინტეგრაციის გზაზე ყველაფერი ექსკლუზიურად ოცნების დამსახურებაა
- როცა ევროინტეგრაციაზეა საუბარი, ჩვენი პირობები უნდა გვქონდეს – ივანიშვილის დეპუტატები




