მთაწმინდის, კრწანისის და ვაკის რაიონების ნაწილს, დღეს დენის მიწოდება შეუწყდება

history.com

დაგეგმილი სამუშაოების გამო, მთაწმინდის, კრწანისის და ვაკის რაიონების ნაწილს, დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

10:00-დან 18:00 საათამდე, მთაწმინდასა და კრწანისში შეზღუდვა შეეხება: სოფელ კიკეთის, სოფელ დიდების, ღვინის აღმართის, პურის მოედნის, აბესაძის, ახოსპირელის, გუდიაშვილის, ჩიხლაძის, კუფთინის, ლერმონტოვის, გრიგოლ ხანძთელის, საიათნოვას, ბერიძის, ბეთლემის, ანტონ კათალიკოსის, იერუსალიმის, კოტე აფხაზის, ლესელიძის, აბოვიანის, თონეთის, გომის, ჯვარედინის და აბო თბილელის ქუჩების მცხოვრებებს.

ვაკის რაიონში კი, 11:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, მელიქიშვილის და ნიკოლაძის ქუჩების მცხოვრებებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები