რუსთავი 2-ის საქმე

ლორთქიფანიძე: R2-ის აქციაზე დაკავებულები ენმ-ის კანონის გამო არიან ციხეში

ჩვენს საზოგადოებას კარგად მოეხსენება, წინაპრებს აქვთ ასეთი ნათქვამი - სინდისის ძარღვი რომ გაუწყდება ადამიანს, მისთვის ცხოვრება საამურიაო და მე შესწორებას შევიტანდი ამ გამონათქვამში. ამ ადამიანებს [ენმ-ს] სინდისის ძარღვი მე მგონი, საერთოდ არ დაჰყოლიათ. რაც შეეხება იმას, [რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე] დაჭერილ ბიჭებზე რომ აკეთებენ დღე და ღამე აპელირებას, მინდა გითხრათ, რომ მე ძალიან მეცოდება მათი ოჯახის წევრები, მათი ბებიები განსაკუთრებით, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ეს ამ ადამიანების მიღებული გამკაცრებული კანონით არიან სამწუხაროდ ციხეში და უნდა ვთქვა, რომ ენმ-ს ეს ბიჭები სჭირდება ციხეში და ყოველდღე ხელს უწყობენ მდგომარეობის ესკალაციას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე, მისი სიტყვიერი შეურაცხყოფისა და პიჯაკის დაზიანებისთვის დაკავებულებზე.

კომენტარები