თურქეთი-რუსეთი

მოსკოვი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას ადასტურებს

independent.co.uk

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსული სამხედრო თვითმფრინავის SU-24-ის ჩამოგდებას ადასტურებს. უწყების ცნობით, თვითმფრინავი ჩრდილოეთ სირიაში ჩამოაგდეს და, წინასწარი ინფორმაციით, პილოტებმა ბორტიდან გაღწევა წარმატებით შეძლეს.

ოფიციალური ანკარის ცნობით კი, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რის გამოც ის თურქული F16-ით ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საზღვრის დარღვევას კატეგორიულად უარყოფს.

თურქული მედიის ინფორმაციით, პილოტები თვითმფრინავის ჩამოგდებამდე რამდენჯერმე გააფრთხილეს.

გასულ კვირას, ანკარაში რუსეთის ელჩი დაიბარეს და მასთან რუსული ავიაციის მიერ სირიის საზღვართან მდებარე თურქული სოფლების დაბომბვა გააპროტესტეს.

რუსეთმა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა აჯანყებულებთან ბრძოლაში სექტემბერში დაიწყო.

კომენტარები