პროსტიტუცია

თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

metro.us

თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ტრაბზონში საქართველის ვიცეკონსული მანანა ბერიაშვილი რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ სამი მათგანი საქართველოში უკვე დეპორტირებულია.

"ოფიციალური შეტყობინება დაკავებულთა და დეპორტირებულთა შესახებ არ შემოსულა, თუმცა სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურეს, რომ საქართველოს სამი მოქალაქის დეპორტაცია, რომლებიც პროსტიტუციაში არიან ბრალდებული, უკვე განხორციელდა", - ამბობს ბერიაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ რიზეში პროსტიტუციის ბრალდებით საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს. 

კომენტარები