საფრანგეთისა და სხვა მოკავშირე ქვეყნების მიერ სირიის ქალაქ რაქაზე მიტანილ ავიაიერიშებს "ისლამური სახელმწიფოს" 33 მებრძოლი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, მებრძოლების უმეტესობა ქალაქის გარშემო განლაგებულ შესამოწმებელ პუნქტებთან დაიღუპა.
ISIS-ის განცხადებით კი, ისლამისტებს ობიექტები დატოვებული ჰქონდათ და მსხვერპლი არ ყოფილა.
როგორც ცნობილია, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერების ოჯახებმა რაქას დატოვება და ერაყში, ქალაქ მოსულში გადასვლა უკვე დაიწყეს.