საფრანგეთმა სირიის ქალაქ რაქაზე საჰაერო იერიშები ისევ განახორციელა. რაქას ე.წ. ხალიფატის დედაქალაქს უწოდებენ. უცხოური მედიის ცნობით, დაიბომბა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციები, განადგურებულია სამეთაურო პუნქტი და ისლამისტების საწვრთნელი ბანაკი.
საფრანგეთმა რაქაზე იერიში 16 ნოემბერსაც მიიტანა.
13 ნოემბერს პარიზში მომხდარ ტერაქტებს სულ მცირე 129 ადამიანი ემსხვერპლა.





