ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფასად ვიმუშავოთ ფრანგ ხალხთან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, რათა ტერორისტიბი წარდგნენ სასამართლოს წინაშე. ჩვენ წინ აღვუდგებით ყველა ტერორისტულ დაჯგუფებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოსახლეობას. ეს იყო თავდასხმა არა მხოლოდ ფრანგ ხალხზე, არამედ მთელს კაცობრიობაზე და უნივერსალურ ფასეულობებზე. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სახის დახმარება გავუწიოთ ფრანგ ხალხს. საფრანგეთი ჩვენი უძველესი მოკავშირეა. ფრანგი ხალხი წლების განმავლობაში გვერდში ედგა ამერიკას და ჩვენ გვსურს ცალსახად განვაცხადოთ, რომ ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლაში ჩვენ ფრანგებთან ერთად ვართ.