სანდრა რულოვსი

ზურაბიშვილი: მრავალსაუკუნოვანმა საქართველომ ჰოლანდიის სოფლის ქალი ლედიდ მიიღო

ეს არ ყოფილა თვით სანდრას სიტყვები, არამედ მისი გულშემატკივრების განცდების გამოხატვა, როგორც ქვემოთ აღვნიშნე და საჯაროდ ბოდიშს ვიხდი შეცდომისათვის და დაუზუსტებლობისათვის ... მაგრამ შინაარსი მგონი უცვლელია --- ქვეყნის ყოფილი "პირველი ლედი", თუმცა ეს სახელი ნაკლებად მხიბლავს "დედ-უფალი" ან "პირველი მანდილოსანი", ან კიდევ სხვა რამ ჩვენი უფრო საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ კარგი სხვა არ დავარქვით. როდესაც ყოფილი პირველი ლედი აცხადებს თავის მასპინძელ ქვეყანაზე :"ამ ერმა საერთოდ დაკარგა სახე და ყველაზე დიდ კრიმინალურ ერთობად ჩამოყალიბდა დედამიწაზე.” როდესაც გვისაყვედურებს, რომ მან ეს ქვეყანა გაითავისა და არაფრად თვლის იმას, რომ ამ მრავალსაუკონოვანმა ქვეყანამ ასევე მიიღო ეს ჰოლანდიის სოფლის ქალი, ეს შეიძლება პირად წყენას დააბრალო, თუმცა მიუღებელია ჩვეულებრივ ცივილიზებულ ქევყანათა შორის ურთიერთობებისთვის. მაგრამ როცა გვაყვედრის იმასაც რომ რწმენა შეიცვალა იმდენიც არ ესმის რომ მისი და ჩვენი რწმენა ერთი და იგივე ქრისტიანობაა და რომ საერთოდ ორჯერ მონათვლა ერთი ღმერთის წინაშე დიდი ცოდვაა, ეს უკვე მის უვიცობაზე მეტყველებს.

წერს საკუთარ facebook-ზე საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი სანდრა რულოვსზე.

კომენტარები