ნუგზარ წიკლაური დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მისვლას არ გეგმავს. მან უწყება დღეს დილით მიიღო. საქმე კვლავ სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებულ გამოძიებას ეხება.

წიკლაურის თქმით, ის "პრიმიტიულ მასკარადში" მონაწილეობას არ აპირებს. 

ნუგზარ წიკლაური დაკითხვაზე სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში მივა.

კომენტარები